News

პრეს ტური ჰოლანდიელი ჟურნალისტებისათვის

9-12-2013

ფესტივალი იბერია 2013-ის ფარგლებში ქართულ-ჰოლანდიური მრავალმხრივი თანამშრომლობის კიდევ ერთი საინტერესო და წარმატებული ტრადიცია გრძელდება. ჩვენი ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ჰოლანდიური ჟურნალისტებისთვის მოეწყობა პრეს-ტური.

საქართველოთი და საქართველო-ჰოლანდიის ურთიერთობებით დაინტერესებულ ჟურნალისტების საქართველოში სტუმრობის ყველა ხარჯს (საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების გარდა) დაფარავს ტურიზმის ეროვნული სააგენტო. რაც იმას ნიშნავს, რომ 16-23 დეკემბრის პერიოდში თქვენთვის გამოყოფილი იქნება 4* სასტუმროს ნომერი, საუზმით, ლანჩი, ვახშამი, ექსკურსიები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ინგლისურენოვანი გიდის და ქართული სტუმართმოყვარეობის თანხლებით.

დაინტერესებულ ჯურნალისტებს გთხოვთ აკრედიტაცია გაიაროთ ფესტივალ იბერიას საორგანიზაციო კომიტეტში This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ან პირდაპირ დაუკავშირდეთ საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს (ქალბატონი თამარ კახიძე, This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.)


ლეიდენი, ისტორიის ფურცლები და ქართული სტუმართმოყვარეობა

7-12-2013

გამოფენის ’ლეიდენი ისტორიის ფურცლები’ გახსნის დღეს რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი და კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი (www.movementtheater.org) პუბლიკას სპეციალურ საჩუქარს უმზადებენ: მიმოდრამის და დრამის თეატრის ჟანრების სინთეზით და ცოცხალი მუსიკის აკომპანიმენტით გაცოცხლდება ლეიდენის ისტორიის ფურცლები, ქართველ მსახიობთა ოსტატური შესრულებით გადმოცემული ერვინ ოლაფის ემოციები და შთაბეჭდილებები გამოფენის სტუმრებსაც გადაედებათ.

სად: საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ფოიეში
როდის: 19.12.2013, 19:00