ფოტოები

გამოფენის ’ლეიდენი, ისტორიის ფურცლები’ ექსპონატები

2013 წლის 19 დეკემბერს დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დიდი პომპეზურობით გაიხსნა ფონდი არტექოს მიერ ორგანიზებული ერვინ ოლაფის გამოფენა ’ლეიდენი, ისტორიის ფურცლები’. კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის და გიორგი შალუტაშვილის მიერ წარმოდგენილი პერფორმანსით მსახიობებმა გააცოცხლეს ოლაფის ერთ-ერთი ფოტოს ფრაგმენტი. უნიჭიერესი ირაკლი ქოიავას სოლო-პერფორმანსმა სრულჰყო გამოფენის განწყობა... ჰოლანდიურ სულისკვეთებას ანსამბლმა რუსთავმა ღირსეულად ქართული მრავალჟამიერით უპასუხა.

საღამო დაგვიმშვენეს ჰოლანდიურ კოსტიუმებში მორთულმა ქართველმა გოგონებმა და რა თქმა უნდა საპატიო სტუმრებმა... რომელთა შორის იყვნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და საქართველოში აკრედიტებული დიპლომეტიური კორპუსის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები...

შთამბეჭდავი სიტყვით გამოვიდნენ ეროვნული მუზეუმის დირექტორი ბ-ნი დავით ლორთქიფანიძე, გამოფენის ორგანიზატორი, ფონდი არტექოს ხელმძღვანელი ქალბატონი დალი დე გრააფ-უბილავა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი მარინე მიზანდარი და ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში ბ-ნი ჰანს ჰორბახი.

პუბლიკის სიმრავლის გამო დარბაზში მოძრაობა ჭირდა. ამას ართულებდა ტელევიზიების და სხვა მედია საშუალებების წარმომადგენელთა სიმრავლეც.

გამოფენის გახსნის ცერემონია დაასრულა რესტორან წისქვილის და ჩვენი მეგობრის ხათუნა მაღლაკელიძის მიერ დასპონსორებულმა ულამაზესმა და უგემრიელესმა ფურშეტმა.

ზეიმი ისევ გრძელდება.
დაუვიწყარი ემოციები და ჰოლადნდიური სული შეგიძლიათ იგრძნოთ ეროვნულ გალერეაში 2014 წლის 19 იანვრამდე.

Video: