ერვინ ოლაფი
ლეიდენი, ისტორიის ფურცლები

ფესტივალი იბერია თვით კულტურაა, რომელიც მოგზაურობს, სხვადასხვა ადგილებსა და ხალხებს სტუმრობს და მათთან ავთენტურობა, მშვენიერება და ნათელი ემოციები მიაქვს.
ახალი, უცხო, შორეული და ამავდროულად ახლობელი დასავლეთის კულტურა აღმოსავლეთში, ჩრდილოეთის ზღვის ემოცია შავი ზღვის სივრცეში - ფესტივალი იბერია ისევ ანებივრებს ქართულ პუბლიკას და ხელოვნების მოყვარულებს შთაბეჭდილებების ზეიმში მონაწილეობას სთავაზობს. ზეიმის შემქნელი კი, როგორც ყოველთვის უმაღლესი კლასის ხელოვანია. ამჯერად თბილისს ჰოლანდიელი ტოპ-ფოტოხელოვანი ერვინ ოლაფი სტუმრობს.
ჰოლანდიური ფონდი არტექო თავის ერთგულ პარტნიორებთან და სპონსორებთან ერთად წარმოგიდგენთ ფესტივალი იბერიას მეოთხე გამოშვებას ’ლეიდენი, ისტორიის ფურცლები’.

თითოეული ქვეყნის ისტორიაში არსებობს ეპიზოდები, რომლებიც ამ ქვეყნის მოსახლეობის ხასიათს და მენტალიტეტს აჩვენებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფურცელი ნიდერლანდების სამეფოს ისტორიიდან არის ლეიდენის ალყა და 1574წ. 3 ოქტომბერს ქალაქის გათავისუფლება ესპანელი დამპყრობლებისგან. გმირობის დასაფასებლად მეფე ვილჰელმ ორანიემ ლეიდენელების შესთავაზა ჯილდოს სახით აერჩიათ: ან გადასახადებისგან გათავისუფლება ან უნივერსიტეტის დაარსება. მრავალტანჯულმა, მაგრამ ამაყმა და გამარჯვებულმა ლეიდენელებმა უნივერსიტეტი არჩიეს. ასე დაარსდა 1575წ. რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში ევროპის მეორე (ოქსფორდის შემდეგ) უძველესი - ლეიდენის უნივერსიტეტი.

2011 წელს ლეიდენის უნივერსიტეტისა და მუზეუმ დე ლაკენჰალის დაკვეთით მსოფლიო ფოტოხელოვნების მეტრმა ერვინ ოლაფმა თანამედროვე ინტერპრეტაცია მისცა შუა საუკუნეების ჰოლანდიელი მხატვრების მიერ დანახულ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ნიდერლანდების სამეფოს ისტორიიდან.

საქართველო პირველად მასპინძლობს 2014 წლის საუკეთესო ხელოვანის ტიტულის მქონე, უმაღლესი კლასის ფოტოგრაფის ერვინ ოლაფის შემოქმედებას. ექსკლუზიური გამოფენის ’ლეიდენი, ისტორიის ფურცლები’ ექსპონატები, რომელსაც ფესტივალი იბერია წარმოგიდგენთ, პირველად ტოვებს ჰოლანდიის საზღვრებს და სპეციალურად ქართული პუბლიკისთვის ჩამოდის საქართველოში.

ფოტოები: ლეიდენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კოლექცია, სერია ’ერვინ ოლაფი: ლეიდენის ალყა და გათავისუფლება’(1574), მუზეუმ დე ლაკენჰალისა და ლეიდენის უნივერსიტეტის დაკვეთით.